საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა I ფაკულტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურების თანამშრომლობითა და ორგანიზებით 2023 წლის 19 მაისს ტარდება სტუდენტთა I ფაკულტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

 

საკონფერენციო მოხსენება შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

 

  • ღირებულებები და რწმენები
  • მიგრაციის კვლევები
  • გენდერის კვლევები
  • იდენტობის კვლევები
  • დისკრიმინაცია და ნეგატიური წინარწმენა
  • კროს-კულტურული ფსიქოლოგია
  • კრიმინალური ფსიქოლოგია
  • ბიზნესი და ორგანიზაციული ფსიქოლოგია
  • პიროვნების ფსიქო-ემოციური შეფასება
  • განათლება და საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში
  • დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და დიდაქტიკა: თეორია და პრაქტიკა
  • სოციალური ინსტიტუტები და სახელმწიფო პოლიტიკა
     

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 2 აპრილიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.

ელ.ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს „I ფაკულტეტთაშორისი კონფერენცია“.

სავალდებულოა მომხსენებელს/მომხსენებლებს ჰყავდეთ სამეცნიერო ხელმძღვანელი (შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალი), რომელიც მიმოწერაში უნდა იყოს ჩასმული და საპასუხო წერილით დაადასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს კონკრეტულ აბსტრაქტს.

სტუდენტური კონფერენციის მოხსენებათა რაოდენობა შეზღუდულია. კონფერენციის ორგანიზატორები, არაუგვიანეს 12 აპრილისა, მხოლოდ შერჩეული მოხსენების ავტორებს დაუკავშირდებიან.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge

თარიღი: 17/03/2023